რომის პაპი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს ფრანცისკ პირველს თეთრ სახლში პრეზიდენტმა ობამამ უმასპინძლა. თეთრი სახლის ლიდერმა პონტიფიკოსს სიმბოლური საჩუქრები უსახსოვრა. ობამამ პაპს მშვიდობის მტრედის სკულპტურა და პირველი ამერიკელის სახლის გასაღები აჩუქა, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად აღიარა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი შეერთებულ შტატებს პირველად სტუმრობს. ფრანცისკ პირველი რამდენიმე ტაძარში მესას გამართავს და კონგრესში სიტყვით გამოვა.