მუსლიმები ერთ-ერთ მთავარ რელიგიურ დღესასწაულს ყურბან ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ბაირამი დღეიდან სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიც აღნიშნავენ. მათ დღესასწაულს მთავრობის წარმომადგენლებიც მიულოცავენ.