ევროკავშირი ლტოლვილთა კრიზისის მოსაგვარებლად დამატებით მილიარდ ევროს გამოჰყოფს. ამის შესახებ ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისივე თქმით, სოლიდური თანხა ლიბანში, იორდანიასა და თურქეთში გაეროს წარმომადგენლობებს გადაეცემა, ევროპის საზღვარზე კი, იტალიასა და საბერძნეთში მიგრანტების მიმღები სპეციალური ცენტრები განთავსდება, სადაც ლტოლვილების რეგისტრაცია მოხდება.