კოლუმბიელი მომღერალი შაკირა გაეროს სამიტს ჯონ ლენონის უკვდავი სიმღერით გახსნის. მას შემდეგ, რაც პაპი გაეროს გენერალურ ასამბლეის ტრიბუნიდან სამიტის მონაწილეებს მიმართავს, შაკირა Imagine-ს იმღერებს.
სიმღერა სირიელ ლტოლვილებსა და მსოფლიოს ბავშვებს მიეძღვნება.
სამიტის დაწყებამდე 2 დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე მომღერალმა ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და Imagine-ს მისეული ვერსიის მისამღერი წაიმღერა.