პარიზმა ეგვიპტისთვის მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდების მიყიდვა დაადასტურა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ოლანდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კონტრაქტის ღირებულება და პირობები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
მისტრალები საფრანგეთს გასული წლის ბოლოს რუსეთისთვის უნდა გადაეცა, თუმცა უკრაინის მოვლენების გამო გარიგება ჩაიშალა.