გერმანიაში დამატებით 20 ამერიკული ბომბის განთავსების შემთხვევაში რუსეთი ადეკვატური ზომების მიღებით იმუქრება. საგანგებო განცხადება კრემლის პრეს-მდივანმა გააკეთა. „გერმანიაში ატომური ბომბების განთავსება, რა თქმა უნდა, ევროპაში სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს. ბალანსის აღსადგენად კი რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიმართავს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ გერმანულ ავიაბაზაზე თანამედროვე ბირთვული ბომბების განსათავსებლად ემზადება, დღეს ტელეკომპანია ZDF-მა გაავრცელა.