ესპანეთის, კანარის კუნძულ გრან კანარიდან გატაცებული თვითმფრინავი DA 42 Twin Star საფრანგეთში ქალაქ ლონ-ემერეინვილში (Lognes-Emerainville) დაჯდა. ლონ-ემერეინვილში ჩაფრენამდე კი საწვავი ბადახოსის (Badajoz) აეროპორტში შეავსო.
ამ ფაქტში ყველაზე მეტად დამაინტერესებელი ის არის, რომ თვითმფრინავს სამი 11 წლის ბიჭი მართავდა. მათ დამოუკიდებლად 2800 კილომეტრი იფრინეს. მათ შორის გადაუფრინეს ატლანტიკის ოკეანის მნიშვნელოვან ნაწილს, ფრენის სიმაღლე ცალკეულ ადგილებში 12 000 მეტრი იყო.
თვითმფრინავის მფლობელი ერთ-ერთი ბიჭის მამა აღმოჩნდა. იმის გარკვევა, თუ როგორ მოახერხებს ბავშვებმა დისპეჩერებისა და აეროპორტის პერსონალისგან შეუმჩნევლად აფრენა, ესპანეთის ორი აეროპორტიდან, ამის გარკვევა EASA-ს ინსპექტორებს მოუწევთ.
საფრანგეთის საავიაციო პოლიციის ინსპექტორი, რომელმაც ბავშვები დააკავა, იხსნებს: თვითმფრინავი დაჯდა, მე მისი მიმართულებით წავედი და ვნახე სამი ბიჭუნა. ორი პილოტების ადგილას იჯდა, ერთი კი თვითმფრინავიდან აპირებდა გადმოსვლას. მას სახეზე ჩამოცმული ჰქონდა რეზინის ნიღაბი, რომელიც უფროსი ადამიანის სახის იმიტაციას ახდენდა და მზის სათვალე. თავიდან ვერც კი მივხდი, რომ ბავშვი იყო. ბავშვებმა თვიმფრინავი პარკირებაზე დააყენეს, როგორც ამას წესები მოითხოვს და მერე ჩაგვბარდნენ“, - აცხადებს ინსპექტორი და დასძენს, - „თავიდან არც კი დავიჯერე, შოკში ვიყავი. მე ყოფილი პილოტი ვარ და როგორც პროფესიონალმა ვერ დავიჯერე რასაც ვხედავდი. ორძრავიანი თვითმფრინავი მოფრინდა ურთულესი მარშრუტით, ურთულეს Paris TMA საჰაერო ზონაში“.
ინსპექტორის თქმით, ამის დაჯერება 11 წლის ბავშვებისგან ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ისინი მოფრინავდნენ როგორც პროფესიონალები და მთელი ფრენის განმავლობაში არანაირი შეცდომა არ დაუშვიათ, რის გამოც არავის გასჩენია ეჭვი, რომ თვითმფრინავს ბავშვები მართავდნენ.
როგორც ირკვევა, ბავშვი დისპეჩერებს ეუბნებოდა, რომ მამამისი ცუდად მეტყველებს ინგლისურად და ამიტომ იგი ამყარებს კომუნიკაციას მათთან. რადგან არანაირი დარღვევა არ იყო, არ არსებობდა ეჭვის საფუძველიც.
როგორც ირკვევა ფრენის „კაპიტანი“ იყო თვითმფრინავის მფლობელის შვლი - ალეხანდრო. მისი მეგობრები - ხოსე და მიგელი კი „მგზავრები“ იყვნენ.
„მასთან საუბრისას მავიწყდებოდა, რომ ბავშვს ვესაუბრებოდი - ის პროფესიონალია. მომაწოდა ფრენის შესახებ სრული ინფორმაცია მისი პირადი „საიდუმლობების“ გარდა. ახლა, სრულად დარწმუნებული ვართ, რომ მას თავისუფლად შეუძლია თვითმფრნავის მართვა“, - აცხადებს ინსპექტორი.
ინსპექტორს თქმით, 11 წლის ბავშვებზე ფრენის გამო სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძრება, „ტერორიზმზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია“.