"ალიანსი საქართველოსთვის" 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე პოლიციის აღლუმის გამართვას პროვოკაციად მიიჩნევს. ამის შესახებ "ალიანსის" მიერ დღეს სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ალიანსის" განცხადების მიხედვით, 6 მაისის პოლიციური აღლუმით აღნიშვნა აშკარად ამომრჩევლის დაშინების მცდელობაა.
"ხელისუფლების მოვალეობაა საარჩევნო პერიოდში სიმშვიდის უზრუნველყოფა. 6 მაისის პოლიციური აღლუმით აღნიშვნა კი აშკარად ამომრჩევლის დაშინების მცდელობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ ისინი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოეგებიან და ამჟამინდელ ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით შეცვლიან.
"ალიანსი საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიცია საზოგადოების უსაფრთხოების და სიმშვიდის გარანტია.
"წინასაარჩევნო პერიოდში ამ ფორმით პოლიციის გამოყენება კი ემსახურება ამ ინსტიტუტის პოლიტიზებას და დისკრედიტაციას. ჩვენი მიზანია, არ წამოვეგოთ დაგეგმილ პროვოკაციას და მტკიცედ დავიცვათ მშვიდობიანი გზა, რომელიც ხალხის მიერ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლამდე მიგვიყვანს", - აღნიშნული განცხადებაში.