ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში რუსეთის მიზნების შესახებ არაფერი იცის, თუმცა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ჩართვით დაინტერესებულია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„ჩვენ კვლავინდებურად დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ რუსეთმა საერთაშორისო კოალიციას ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარება გაუწიოს, თუმცა ის ფაქტი, რომ მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს უცხადებს მხარდაჭერას, ჩვენში შეშფოთებას იწვევს,“-აღნიშნა ერნესტმა.