ერაყში ავიადარტმებს კიდევ ერთი ჯიჰადისტი ემსხვერპლა. პენტაგონის ინფორმაციით, კოალიცის საჰაერო იერიშის შედეგად აბუ ბაქრ ალ-თურქმანი დაიღუპა. ავიადარტყმები ქალაქ ტალ-აფარზე განხორციელდა, რომელსაც ამ დრომდე ისლამური სახემწიფოს მებრძოლები აკონტროლებენ. აგვისტოში ამერიკულმა ავიაციამ ისლამისტთა კიდევ ერთი ლიდერი ფადჰილ ახმად ალ ჰაიალი გაანადგურა, მაისში კი კოალიციის ავიაიერიშს აბუ საიაფი ემსხვერპლა.