ანჯელინა ჯოლი კიდევ ერთ ბავშვს იშვილებს. ამჯერად მისი შვილობილი სირიელი ლტოლვილი ბიჭი გახდება, რომლის მშობლებიც ავიადარტყმას ემსხვერპლნენ.
დაობლებული ბავშვი და მისი ორი ძმა ჯოლიმ ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას გაიცნო და სამივე ბავშვის აყვანა გადაწყვიტა, რაზეც მეუღლემ, ბრედ პიტმა კატეგორიული უარი უთხრა და მხოლოდ ერთი ბავშვის აყვანაზე დათანხმდა.