იემენს ლეგიტიმური ხელისუფალი დაუბრუნდა. ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტი აბდ-რაბუ ჰადი ადენში სპეციალური რეისით ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, კანონიერი პრეზიდენტი სამშობლოში ყურბან-ბაირამის დღესასწაულს დაესწრება, რის შემდეგაც ნიუ იორკში გაემგზავრება და გაეროში სიტყვით გამოვა. ჰადი ქვეყნიდან 6 თვის წინ გაიქცა, მას შემდეგ, რაც ხუსიტმა ამბოხებულებმა იემენში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს. ამის შემდეგ არაბულმა კოალიციამ ხუსიტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.