რუსეთი სირიაში სამხედრო თვითმფრინავებს ლატაკიის რუსული ავიბაზის დასაცავად აგზავნის, რაც შეტევითი კამპანიის დაწყების საშიშროებას არ ქმნის. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით მოსკოვის აქტივობები სირიაში თავდაცვით ხასიათს ატარებს, თუმცა არ არის გამორიცხული, მოსკოვი სირიაში ხანგრძლივვადიანი მიზნები ამოძრავებდეს, რაც ვაშინგტონში გარკვეულ კითხვებს ჰბადებს. ვაშინგტონის შეშფოთების საპასუხოდ გასულ კვირას კრემლის ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ სირიის მოქმედ რეჟიმს ტერორისტებთან ბრძოლაში ეხმარება.