მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე არტილერიისა და ნაღმმტყორცნების გაყვანის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა დეფაქტო არჩევნების ჩატარება 21 თებერვლისთვის დააანონსეს, რაც ეუთოს წარმომადგენლის, მარტინ საიდიკის თქმით, მინსკის შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება. კიევი დონბასში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მხოლოდ უკრაინის კონსტიტუციურ ჩარჩოებში ხედავს.