კუბაში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ რომის პაპი შეერთებულ შტატებს ეწვია.
ფრანცისკ პირველს თვითმფრინავის ტრაპთან თეთრი სახლის ლიდერი ოჯახთან ერთად დახვდა. პონტიფიკოსს ბარაქ, მიშელ, საშა და მალია ობამები აპლოდისმენტებით მიეგებნენ.
პაპის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 6 დღეს გასტანს.