ბურკინა-ფასოს პრემიერ-მინისტრი თავისუფალია. ისააკ ზიდუ პუტჩისტებმა დღეს დილით გაათავისუფლეს. მანამდე ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუში რეგულარული არმიის ნაწილები შევიდნენ. მეამბოხე გენერალ ჟილბერ დიენდრესთან მოლაპარაკება უკვე რამდენიმე საათია, გრძელდება. სამხედრო გადატრიალება ბურკინა-ფასოში ერთი კვირის წინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიშელ კაფანდო და მთავრობის წევრები მათივე დაცვამ დააპატიმრა. ამის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას გენერალი დიენდრე შეუდგა, რომელმაც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პირობა დადო.