ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ გაზს კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" შეიძენს.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული, ხელმისაწვდომი გაზის გაყიდვაზე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ `ყაზტრანსგაზ-თბილისმა~ მიიღო.
გასაყიდად გამოტანილი იყო 1 000 000 მ3 მოცულობის გაზი. "ყაზტრანსგაზ-თბილისი" 1 000 მ3 გაზს 205 აშშ დოლარად იყიდის.
გაზის მიწოდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე სოფელ პატარძეულში არსებულ საზომ პუნქტში განხორციელდება.