რადიკალური მოძრაობა თალიბანი ავღანეთში ბრძოლის შეწყვეტას მანამდე არ აპირებს, სანამ უცხო ქვეყნის ჯარები ქვეყანას არ დატოვებენ. ამის შესახებ დაჯგუფების ლიდერმა მულა მანსურმა განაცხადა. „ისინი საუბრობენ კონფლიქტის შეწყვეტასა და მშვიდობაზე, მაგრამ სინამდვილეში მტრის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს. თუ მათ მართლაც სურთ კონფლიქტის მოგვარება, შეწყვიტონ მტერთან დადებული ყველა შეთანხმება და უცხო ქვეყნის ჯარებს ქვეყნის დატოვება აიძულონ. ჩვენ ბრძოლას მანამდე არ შევწყვეტთ, სანამ ქვეყანაში ისლამური მმართველობა არ დამყარდება,“-აღნიშნა თალიბანის ლიდერმა.