სირიელი ლტოლვილის ვაჟიშვილი მოედანზე რონალდუსთან ერთად გამოვიდა, ხოლო თავად უსამა აბდულ მოჰსენმა მიიღო სრული დახმარება და სამუშაო მადრიდის საფეხბურთო კლუბში.
შოკისმომგვრელი და მოულოდნელი აღმოჩნდა, სირიელი ლტოლვილის საოცარი ისტორია.
უსამა აბდულ მოჰსენს უნგრელმა ჟურნალისტმა ფეხი დაუდო სწორედ იმ დროს, როდესაც ხელში აყვანილ შვილთან ერთად გაურბოდა პოლიციას სერბეთისაა და უნგრეთის საზღვარზე. რეპორტიორს სურდა გაეკეთებინა ”მომგებიანი კადრი” და მამაკაცსა და ბავშვს ფეხი დაუდო. ჟურნალისტის ფოტომ და ვიდეომ გულისწყრომის ტალღა გამოიწვია. ჟურნალისტი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო მოჰსენისათვის უბედური შემთხვევა დიდი წარმატების მომტანი გახდა.
იგი აიყვანეს ესპანეთის კლუბის ”ჰეტაფეს” მწვრთნელთა შტაბში, კლუბის ხარჯებით ლტოლვილი და მისი ვაჟი გადაიყვანეს მადრიდში. კარგი ანაზღაურება, უფასო საცხოვრებელი და კვება... ხოლო 19 სექტემბერს ლტოლვილის ვაჟი კრიშტიანუ რონალდუმ ხელში აყვანილი გამოიყვანა საფეხბურთო მოედანზე ”რეალისა” და ”გრანადოს” მატჩის წინ.
მოსჰენი 2004-2010 წლებში სირიის ქალაქ დეირ -ეზ-ზორში მართლა იყო კლუბ ”ალ-ფეტვას” მწვრთნელი, ხოლო ბოლო ხუთი წელი - ტერორისტი.
სირიელი ქურთების პარტის ”დემოკრატიული კავშირი” ცნობით, ლტოლვილი, რომელიც მთლ მსოფლიოში ცნობილი და პრესის გმირი გახდა, არის არც მეტი არც ნაკლები, ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ქაიდას” ბოევიკი.
აბდულ მოჰსენი ჩართული იყო 2004 წელს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოწყობილი არეულობის სასტიკ ჩახშობაში, სადაც 50-ზე მეტი ქურთი იქნა მოკლული სირიელი ძალოვნების მიერ. მოჰსენი ასევე დაადანაშაულეს ძალადობის პროვოცირებაში საკუთარი კლუბის ერთერთი მატჩის დროს.
მტკიცებულების სახით მოიტანეს ფოტო სურათები, რომელსაც მოჰსენი დებდა ფეიბუკის საკუთარ გვერდზე მანამ, სანამ საკუთარ თავს ლტოლვილად მოაჩვენებდა.