აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი სკოტ უოკერი, რომელიც რესპუბლიკელთა ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა.
ამის მიზეზი მისი რეიტინგის დაცემა და წინასაარჩევნო შემოწირულობების შემცირება გახდა.
წლის დასაწყისისთვის უოკერი რესპუბლიკელტა გამორჩეული ლიდერი იყო. მისი რეიტინგი მას შემდეგ დაეცა, რაც მას მილიარდერ დონალდ ტრამპის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.