ბურკინა ფასოს დროებითი მმართველი მოსახლეობის წინაშე ბოდიშს იხდის. მეამბოხე გენერალ ჟილბერ დიენდრეს ვიდეომიმართვა ადგილობრივი ტელევიზიით გვიან ღამით გავრცელდა. მისი თქმით, სამხედროები სამოქალაქო პირებს ხელისუფლებას მას შემდეგ გადასცემენ, რაც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. სახელმწიფო გადატრიალება ბურკინა ფასოში ერთი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიშელ კაფანდო დაცვის წევრებმა დააპატიმრეს.