ალექსის ციპრასმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა. საზეიმო ცერემონია საპრეზიდენტო სასახლეში შედგა და მას საბერძნეთის ლიდერი პროკოპის პავლოპულოსიც ესწრებოდა.
მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადამდგარმა ციპრასმა პრემიერ-მინისტრის პოსტი კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიკავა, რაც მისმა პარტიამ სირიზამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო.
ახალი მთავრობის ფორმირება პრემიერმა უკვე დაიწყო.