ნატო დონბასში დაგეგმილ დეფაქტო არჩევნების შედეგებს არასდროს აღიარებს. ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნებისმიერი არჩევნები, რომელიც უკრაინის კანონმდებლობას არ დაექვემდებარება, არალეგიტიმურია და ალიანსის წევრი ვერცერთი ქვეყნის მხრიდან აღიარებას ვერ მიიღებს.