საქართველოს თავდაცვის მინისტრი თოქ შოუ “ჰარდ ტალკს” სტუმრობდა. წამყვანის კითხვაზე, ცდილობს თუ არა რუსეთი 2008 წლის მოვლენების გამეორებას და საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებას, თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ თუ მსოფლიო საქართველოსთან მიმართებაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს,როგორიც უკრაინასთან მიმართებაში გამოიჩინა, ქვეყანა იძულებული გახდება იბრძოლოს და მოკვდეს, როგორც გმირი. “თუ ეს მანამდე მოხდება, სანამ ნატოში მიგვიღებენ, ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, მოვკვდეთ როგორც გმირები,”-განაცხადა ხიდაშელმა.