გერმანია მოსკოვისგან უკრაინაში, სეპარატისტების მიერ დანიშნული არჩევნების მიმართ, უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვას მოელის.საქმე ეხება ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დანიშნეს კიევთან კონსულტაციის გარეშე.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, „დასანანია“, რომ მოსკოვს ჯერ არ გამოუხატვას უარყოფითი დამოკიდებულება სეპარატისტების გეგმის მიმართ.
გერმანიის საგარეო უწყებამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ბერლინი მოსკოვისაგან მოელის სეპარატისტებზე თავისი გავლენის გამოყენებას არჩევნების გასაუქმებლად.
გერმანიიდან გამოხმაურება მოჰყვა უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებული ლუგანსკის ოლქის თვითგამოცხადებული ლიდერის, იგორ პლოტნიცკის განცხადებას, რომ ადგილობრივი არჩევნები 1 ნოემბერს ჩატარდება. ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სეპარატისტი ლიდერების გეგმას, რომელიც ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს დასავლეთის სხვა ქვეყნების და უკრაინის ლიდერებიც აკრიტიკებენ.