ნოღაიდელის პარტია რეგიონებში ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბადრი შაინიძის განცხადებით, ბოლნისის გამგებლის მოადგილე რამინ ასადოვი სოფელ ნახიდურის მაჟორიტარობის კანდიდატს მოვლუდ ალიევს აშანტაჟებს და მისგან ითხოვს, რომ 30 მაისის არჩევნებში არ იყაროს კენჭი.
როგორც ნოღაიდელის პარტიაში აცხადებენ, რამინ ასადოვის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აქაურთის მაჟორიტარად წარდგენილმა ბაირამ თანირვერდიევმა უკვე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.