უბედური შემთხვევა ინდოეთში. ინციდენტი მადხაია-პრადეშის შტატში მოხდა. 45 წლის ლატორი ბარმანი მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა. გზად მან მაღაზიაში შეიარა, ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და გვარიანად გამოთვრა. ამის შემდეგ ის გზას ფეხით გაუყვა. ნასვამმა მამაკაცმა გზაში წაიფორხილა და ორმოში ჩავარდა. მისდა საუბედუროდ, საგზაო მონაკვეთზე სარემონტოები მიმდინარეობდა. ორმოში მძინარე მამაკაცი მეასფალტეებმა ვერ შეამჩნიეს და ორმო ბითუმით ამოავსეს და მოაასფალტეს. განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც სოფლის მცხოვრებლებმა ასფალტიდან ამოყოფილი ადამიანის ხელი შეამჩნიეს. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის გამოძიებას და დამნაშავეების გასამართლებას ითხოვს.