რუსეთის ქმედებები ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის იყო და იქნება პასუხისმგებლობებით სავსე. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა.
ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შედგა.
ნეთანიაჰუმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობით არის დაინტერესებული.
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სირიის მოქმედ რეჟიმს სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს.