უნგრეთის ხელისუფლებამ ლიბანისა და იორდანიის წამყვან გაზეთებში სტატიები გამოაქვეყნა, სადაც ლტოლვილებს ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, არალეგალებს უნგრეთში დაპატიმრება და გასამართლება ელით. ანალოგიური სტატიები მანამდე არაბულ გამოცემებში დანიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა. ლიბანსა და იორდანიაში ამ დროისათვის 2 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი იმყოფება.