საბერძნეთში გამართული ვადამდელ საპრალამენტო არჩევნებში კვლავ პარტია "სირიზამ" გაიმარჯვა. ამ დროისთვის ბიულეტენების 99 პროცენტი უკვე დათვლილია. მემარცხენე კოალიციამ, რომელსაც ექს-პრემიერი ალექსის ციპრასი ხელმძღვანელობს, ხმების 35,47% მიიღო, მეორე ადგილი კონსერვატიულმა "ახალმა დემოკრატიამ" დაიკავა და 28% მოიპოვა.
ეს საბერძნეთში მეხუთე არჩევნებია ბოლო ექვს წელიწადში. წინა საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში 25 იანვარს გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობდა 19 პარტია. 28 აგვიტოს საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპოლუსმა ხელი მოაწერა პარლამენტის დაშლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ბრძანებას, ხოლო 20 პოსტი დატოვა ულტრამემარცხენე სირიზის პარტიის ლიდერმა ალექსის ციპრასმა.
ახლა საბერძნეთში ახალი მთავრობა შეიქმნება.
გამარჯვებული ალექსის ციპრასი ამბობს, რომ საბერძნეთს წინ რთული გზა ელოდება და ფინანსური კრიზისის დასაძლევად დაუღალავი შრომაა საჭირო.