სამხედრო გადატრიალების ლიდერის, ჟილბერ დენდერეს თქმით, გარდამავალი პერიოდის შემდეგ არმია ხელისუფლებას სამოქალაქო პირებს გადასცემს, მანამდე კი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას მეამბოხე გენერალი შეასრულებს.
სახელმწიფო გადატრიალება ბურკინა ფასოში ერთი კვირის წინ მოხდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიშელ კაფანდო დაცვის წევრებმა დააპატიმრეს. მოგვიანებით ის და მთავრობის რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს.