ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა პოლიტიკურ კონკურენტს უპასუხისმგებლო და საშინელი ადამიანი უწოდა.
ამის მიზეზი ნიუ ჰემფშირში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრა გახდა.
ტრამპის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მუსლიმანი არ უნდა პრეზიდენტობდეს, რაზეც მილიარდერ ტრამპს რეაქცია არ ჰქონია.
ამის გამო ის დემოკრატებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.