“მემარჯვენე სექტორმა” ყირიმის ბლოკადა დაიწყო. ორგანიზაციის აქტივისტებმა ნახევარკუნძულთან დამაკავშირებული ტრასა ბეტონის ურნებით გადაკეტეს.
ამ დროისათვის ჩონგარის რაიონში 300-მდე აქტივისტი იმყოფება.
“მემარჯვენე სექტორს” მხარს ყირიმელი თათრებიც უჭერენ. მათმა ლიდერმა რეფატ ჩუბაროვმა ჯერ კიდევ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ კვირის ბოლოდან ყირიმის სატრანსპორტო და სასურსათო ბლოკადას დაიწყებდა.