თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის "სახალხო დემოკრატების" რიგებიდან გია შერვაშიძე იბრძოლებს. მისი კანდიდატურა ოფიციალურად დღეს პარტიის ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა წარადგინა.
ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებსაც მიმართავს და მათ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე შერვაშიძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"ვთავაზობ ყველა ოპოზიციურ პარტიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი დაუჭირონ ბატონ გია შერვაშიძის კანდიდატურას", - განაცხადა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ "სახალხო დემოკრატებმა" დღესვე პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც დაასახელეს. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობისთვის "სახალხო დემოკრატებს" შეერთებული "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე იბრძოლებს.