თეირანს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი სტუმრობს. იუკია ამანო პრეზიდენტმა როუჰანიმ მიიღო, რის შემდეგაც ის პარჩინის სამხედრო ობიექტს ეწვია.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე ბირთვული იარაღის შესაქმნელად ექსპერიმენტები ტარდებოდა, რასაც ირანის ხელისუფლება დღემდე კატეგორიულად უარყოფს.
საერთაშორისო ინსპექტორები პარჩინის ბაზაზე დაშვებას რამდენიმე წელი უშედეგოდ ცდილობდნენ.