მასშტაბური საპროტესტო აქცია მოსკოვში. მარინის რაიონში შეკრებილმა 4 ათასზე მეტმა ადამიანმა პუტინის მიერ ხელისუფლების უზურპაცია გააპროტესტა.
აქცია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიერ იყო ორგანიზებული.
დემონსტრანტებმა ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მოსკოვის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების მხარდაჭერის შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კურუფციული ფაქტების გამოძიება მოითხოვეს.