შეერთებული შტატები მომავალ წელს 85 ათასამდე ლტოლვილს მიიღებს, 2017 წლისთვის კი ეს ციფრი 15 ათასით გაიზრდება. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან, 4 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 1500-მდე სირიელი ლტოლვილი მიიღო. მათი განაცხადების განხილვას 2 წელი დასჭირდა.