საბერძნეთის მმართველი პარტიის მხარდაჭერები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. ალექსის ციპრასის “სირიზამ” ამომრჩეველთა ხმების 35,53 პროცენტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპრემიერის გუნდი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 500-დან 155 მანდატს მიიღებს. მეორე ადგილზე კონსერვატორები გავიდნენ. მათ მხარი ელექტორატის 28 პროცენტმა დაუჭირა. კონსერვატორთა ლიდერებმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში ბოლო 6 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩატარდა.