საბერძნეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა სირთულეების გადალახვასა და სწორი მიმართულებით სვლას შეძლებს, - ამის შესახებ ალექსის ციპრასმა ათენის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
ამ დროისათვის, სოციოლოგიურ გამოკითხვებში მემარცხენე გაერთიანება სირიზა და კონსერვატიული ახალი დემოკრატიული პარტია ლიდერობენ. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერც ერთი პარტია ვერ მოაგროვებს.
საბერძნეთში დღეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიგით მეორე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების წინასწარი შედეგები საღამოს 9 საათზე, უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ გახდება ცნობილი.