მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მშნებელობაზე სულ 1 175 ნებართვა გაიცა.
სტატიატიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, საცხოვრებელი დანიშნულების შენობის Mმშენებლობაზე 462 ნებართვაა გაცემული, ხოლო არასაცხოვრებელი შენობის აშენებაზე - 713.
მშნებელობის ნებართვების უმეტესობა თბილისშია გაცემული. დედაქალაში საანგარიშო პერიოდში 711 სამშენებლო ნებართვა გაიცა, საიდანაც 441 არასაცხოვრებელი შენობისაა.
რეგიონებში კი, ყველაზე მეტი მშნებლობის ნებართვა 2010 წლის პირველ კვარტალში ქვემო ქართლში გაიცა - 110 ნებართვა, მომდევნო ადგილზეა იმერეთი 107 ნებართვით.
გასულ წელს საქართველოში სულ 3 705 სამშენებლო ნებართვა იქნა გაცემული, ხოლო 2008 წელს - 3 815 ნებართვა.