ენერგოკომპანია "სანალია"-ს უძრავ ქონებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო პირობებიან აუქციონზე გაყიდის.
განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ობიექტი შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახალაკიძეებში მდებარეობს.
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილია კომპანიის კუთვნილი შენობა-ნაგებობები და სათავე ნაგებობა. ობიექტის საწყისი ღირებულება 1.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კომპანია ელექტროსადგურების მშენებლობას და ელექტროენერგიის წარმოება-რეალიზაციას ახორციელებს.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია კომპანიას პროფილი შეუნარჩუნოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში საპროექტო სამუშაოები აწარმოოს, ერთი წლის განმავლობაში კი, 5 კმ სიგრძის 35 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი ააშენოს. ხაზი `ჩირუხი-სანალია~ ჰესიდან "ოლადაურის" ქვესადგურამდე უნდა შენდეს.
აუქციონი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 1 ივნისს გაიმართება.