აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო. ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა, თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.
“მე აღშფოთებული ვარ უგულავას გათავისუფლებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მისი ხელახლა დაპატიმრების გამო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ორჯერ მიიღო გადაწყვეტილება უგულავას სასარგებლოდ, პირველად მას შემდეგ რაც იგი უკანონოდ გადააყენეს მერის პოსტიდან, და როდესაც იგი დატოვეს წინასწარ პატიმრობაში იმაზე მეტი ხნით ვიდრე ნებადართულია საქართველოს კონსტიტუციით. თუმცა საქართველოს მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ ოპოზიციის ლიდერები ციხეში ამყოფონ. უგულავას წინააღმდეგ ერთ-ერთი პროცესის დაჩქარება აშკარად იყო პოლიტიკურად მოტივირებული, ატარებდა მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის ძლიერ ნიშნებს, და მიზნად ისახავდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი სერიოზული ქართველი პოლიტიკური ფიგურის რაც შეიძლება მალე დაპატიმრებას,” განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა.
მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტია მკაცრად გმობს ამგვარ პოლიტიკურად მოტივირებულ პროცესებს.