6 მაისს, მობილური ოპერატორი კომპანია `ბილაინი~ ბათუმში ჯგუფი „ფრანის" კონცერტს გამართავს.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ `ბილაინიდან~ აცნობეს, კონცერტი ბათუმის უნივერსიტეტის წინმ 21:00 საათზე დაიწყება.
`ფრანი~-ს კონცერტი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია ახალი მუსკალური ნომრების წარდგენაც. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
`ბილაინის~ სახელით მთელს საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას გვინდა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ეს საჩუქარი გაახარებს, როგორც ბათუმის მცხოვრებლებს, ისე ქალაქის სტუმრებს~, - განაცხადა `ბილაინის~ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.