კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის. ხანძარმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ასობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა.
ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ მიდლტონის დასახლებულ რაიონს მიაყენა, სადაც ათასამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ვრცელდება ინფორმაცია 5 ადამიანის დაღუპვის შესახებაც.
შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხანძრის ლიკვიდაციას ავიაციის დახმარებით ათობით სახანძრო რაზმი ცდილობს.