ვენესუელაში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლეოპოლდო ლოპესისთვის გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. საპროტესტო მსვლელობები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართა. ლოპესს ბრალი 2014 წელს საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და ძალადობის წახალისებაში დასდეს, რასაც 43 ადამიანი ემსხვერპლა. მსჯავრდებული ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.