რომის პაპი ფრანცისკ პირველი კუბას ეწვია. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ქვეყანაში 4 დღეს დაჰყოფს, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
პონტიფიკოსი ჰავანაში სიტყვით უკვე გამოვიდა. მან ამერიკისა და კუბის ლიდერებს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ვაშინგტონსა და ჰავანას შორის მოლაპარაკებებში ფრანცისკ პირველი აქტიურად იყო ჩართული, რისთვისაც მას მადლობა კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ გადაუხადა.