ბოლო 2 დღის განმავლობაში ავსტრიის საზღვარი მინიმუმ 10 ათასამდე ლტოლვილმა გადაკვეთა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხორვატიამ მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა და უკან, უნგრეთში დააბრუნა.
უნგრეთიდან კი ლტოლვილები ავსტრიის საზღვრამდე სპეციალური ავტობუსებით მიიყვანეს.
ხორვატიის მსგავსად, ლტოლვილების მიღებაზე უნგრეთიც კატეგორიულ უარს აცხადებს.