საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა.
მთავარ კონკურენტებად არჩევნებში მმართველი პარტია სირიზა და კონსერვატორები მოიაზრებიან.
ბოლო 6 წლის განმავლობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საბერძნეთში მეხუთედ იმართება. მმართველმა პარტიამ პოპულარობა მას შემდეგ დაკარგა, რაც პრემიერი ციპრასი საერთაშორისო კრედიტორების პირობების შესრულებას დათანხმდა. ამის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.