ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახაზინო ვალდებულბები 350-დღიანი ვადიანობისაა.
აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 42 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.937 პროცენტით განისაზღვრა.