6-7 მაისს თბილისში ქართული ღვინის III ეროვნული კონკურსი "საქართველო ღვინის სამშობლო" ჩატარდება.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატადან აცნობეს, სხვადასხვა რეგიონებიდან კონკურსში 34 ღვინის კომპანია მიირებს მონაწილეობას.
კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი ღვინოების დეგუსტაცია და შეფასება ჟიურის მიერ "ბრმა მეთოდით" მოხდება.ჟიური სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ღვინის ცნობილი ექსპერტებითაა დაკომლექტებული.
გამარჯვებული ღვინოები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. ოქროს მედლის მფლობელებს სპეციალური პრიზიც გადაეცემათ.
გამარჯვებული ღვინოები 7 მაისს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დასახელდება და დაჯილდოვდება.